უცხოური მედია „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების ვერსიაზე წერს (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ გუნდში შესაძლო შიდა დაპირისპირების შესახებ სტატია უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა. პოლონური მაუწყებლის ინგლისურენოვანი პორტალი ყურადღებას ირაკლი ღარიბაშვილზე ამახვილებს.

სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერის გასამართლება შესაძლოა მხოლოდ სამართლებრივი პროცესი არ ყოფილიყო. მასალის მიხედვით, ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად შიდა დაპირისპირება და გავლენებისთვის ბრძოლა სახელდება.

TVP World-თან ინტერვიუში ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მჭედლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ როლსა და პარტიაში მიმდინარე შესაძლო პროცესებზე საუბრობს.

მე ვიტყოდი, რომ “ქართულ ოცნებაში” საკვანძო ფიგურა იყო, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალით და ივანიშვილთან სიახლოვით. მას ნამდვილად აქვს კარგი ბიზნესმენის ნიჭი. ის ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც პირველად გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ის იყო გავლენიანი ფიგურა, თუმცა როცა იწყება შიდა პოლიტიკური ბრძოლა, მას თან ახლავს პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალება. ის პირველივე დღიდან ივანიშვილის გვერდით იდგა. როდესაც ივანიშვილმა თქვა, რომ მიდიოდა პოლიტიკიდან, კიდევ ერთხელ გაჩნდა კითხვა, ვინ უნდა გამხდარიყო პრემიერი და ბუნებრივად, მან არჩევანი ღარიბაშილზე შეაჩერა. ის მარჯვენა ხელი იყო. ღარიბაშვილის სახელს ბევრი ნაბიჯი უკავშირდება, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირისკენ გადადგა. შეიძლება ვთქვათ, რომ ის პროდასავლური ლიდერი იყო, მაგრამ მასაც ქონდა კონსერვატორიული მიდგომები, თუმცა მისი პრემიერობისას ქვეყანა მაინც ევროკავშირის მოკავშირედ მიიჩნეოდა.

მე ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებაში” ახალი კონფლიქტები 2022 წლიდან დაიწყო, როცა უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, თუმცა სრიოზული ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ შეუერთდება. შეიძლებოდა, ეს უკანასკნელი უფრო დიპლომატიურად ეთქვა, მაგრამ ფაქტი, თუ როგორ დისტანცირდა ის უკრაინის მხარდაჭერისგან, ყველაფერს ამბობდა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამის შემდეგ იცვლება მისი პოლიტიკური პერსონა. 

რატომ ახლა და რატომ ის? ჩვენ ისევ და ისევ მხოლოდ ვარაუდებს გამოთქმა შეგვიძლია. შეიძლება, ეს იყოს პარტიის გაწმენდის მცდელობა, შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, მმოსპონ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მცდელობა, რომელშიც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვინც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის პარტიაში იყვნენ. ფაქტია, კარგი არ არის, როცა განტევების ვაცს ამ ფორმით არჩევენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს ბევრჯერ მომხდარა. პოლიტიკური ძალა მოდის ხელისუფლებაში, მათ აქვთ იმედი, რომ გაწმენდენ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობას. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ავტორიტარული ბაქტერიით ავადდებიან. ჩვენ ვხედავთ ორი-სამი საარჩევნო ციკლის განმავლობაში არ შეცვლილა, ამიტომაც უფრო მეტად ხდებიან მიდრეკილები, ბოროტად გამოიყენონ ძალაუფლება, – ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.