„უცხოური გავლენის“ კანონმა დე ფაქტო გააჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება – ნიდერლანდების ელჩი

ნიდერლანდელმა დეპუტატებმა საქართველოში ვიზიტის დროს სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს „უცხოური გავლენის“ კანონთან დაკავშირებით, რომელმაც დე ფაქტო გააჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი X-ზე წერს.
„ნიდერლანდების პარლამენტის დელეგაცია რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია და შეხვდა პრეზიდენტს, [და] პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ნიდერლანდელმა დეპუტატებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით, რომელმაც დე ფაქტო ევროკავშირში გაწევრიანება გააჩერა”, – წერს მელინე არაკელიანი.