„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ზუგდიდშიც გაიმართა

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, – ამ ლოზუნგით ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი „სკეიტ პარკში“ იყვნენ შეკრებილები.
მათი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არა გამჭვირვალობას, არამედ ს ინტერებს ემსახურება და ხელს უშლის ევროინტეგრაციას.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყვეს. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდნენ. აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან განცხადებები გააკეთეს, მოგვიანებით კი, “ქართული ოცნების“ ოფისთანაც გადაინაცვლეს.
ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.