“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ქუთაისშიც აპროტესტებენ

ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა აქცია-მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეები ჯერ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.
ისინი აცხადებენ, რომ კანონპროექტი წაკითხული აქვთ, მაგრამ არ მოსწონთ.
აქციის მონაწილეების თქმით, დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება კანონს მალე გაიწვევს. მსვლელობა დღის ბოლოს მერიასთან გადაინაცვლებს.