„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან – რუსთველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. შეკრებილებმა რუსთველის გამზირი გადაკეტეს.
საკანონმდებლო შენობის წინა და უკანა მხარეს მოქალაქეები 17:00 საათიდან იკრიბებიან.
პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
დღევანდელ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოს ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება