„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ

გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისკენ მიმავალი გზი გადაკეტვას ცდილობენ.
ამ წუთებში, სამართალდამცველები გზაზე ვითარების დარეგულირებას ცდილობენ, მოქალაქეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაჰყავთ და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას აძლევენ.
აქციაზე სახელწოდებით “პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!” მოქალაქეები 18:00 საათიდან შეიკრიბნენ, მათი მიზანი გმირთა მოედნის სრული პიკეტირებაა.
როგორც სამართალდამცველებმა შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადეს, გზის გადაკეტვა უკანონოა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა მოითხოვს.
“გზის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თუ ამ ტერიტორიაზე ვერ დაეტევით, მხოლოდ მაშინ გექნებათ გზის გადაკეტვის უფლება, ჩვენთან შეთანხმებით”, – განუცხადა სამართალდამცველმა აქტივისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე – ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, – ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები!