„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.
„არა რუსულ კანონს!“ – სკანდირებდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები.
„ლელოს“ დეპუტატი კანონპროექტის კენჭისყრის პარალელურად კვლავ მოუწოდებდა მმართველ გუნდს კანონის არ მიღებისკენ და სკანდირება, „არა რუსულ რეჟიმს! 84 მოღალატე!“
„თქვენს შვილებს მაინც მოუსმინეთ, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ კანონს. გაიტანეთ. არა რუსულ კანონს“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ