უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საკმარისი არ არის – საფრთხეები და რისკები იმაზე მეტია, ვიდრე ამ კანონით არის გათვალისწინებული

„ვფიქრობ, რომ კანონი, რომელიც აპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელმაც დღემდე ბევრი ცვლილება განიცადა საჭიროა ჩვენც გვქონდეს,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის შესახებ კანონი მსუბუქია და მისში გათვალისწინებული არ არის ის საფრთხეები და რისკები, რაც დღეს ქვეყანაშია.
„ის მსუბუქი კანონი, [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] რაც შეთავაზებული იყო ჩვენი მხრიდან ვფიქრობ, რომ დღეს საკმარისი არ არის. საფრთხეები და რისკები იმაზე მეტია, ვიდრე ამ კანონით არის გათვალისწინებული. ვფიქრობ, რომ კანონი, რომელიც აპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელმაც დღემდე ბევრი ცვლილება განიცადა საჭიროა ჩვენც გვქონდეს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში