„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის მთავარი შეცდომა და უკან გადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და არ არის უბრალო დამთხვევა – დევიდ კრამერი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის მთავარი შეცდომა და უკან გადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და არ არის უბრალო დამთხვევა – დევიდ კრამერი
საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან და ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის, განცხადება იმის შესახებ, რომ ბრუნდებოდა პოლიტიკაში. შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და შემდეგ არასამთავრობოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“], რომელიც მიღებულ იქნა მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა საქართველოს შიგნით და ასევე, საქართველოს მოკავშირეების მხრიდან, თუმცა ძლიერი მხარდაჭერით ს მხრიდან. ამ ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ცვლილებები გაუმჯობესებისკენ არის. უფრო მეტად ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ ს საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.
მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებას ძალიან დიდი შეცდომა და ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ კანონის არჩევნების წინ მიღება არა შემთხვევითობა, არამედ წინასწარგანზრახული ნაბიჯია.
„მშვენიერია საქართველოში დაბრუნება. მე და კონფერენციის სხვა მონაწილეებს, პანელისტებს, გვიყვარს საქართველოში დაბრუნება. საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი ხალხით და ჩვენ ვატარებთ ამ კონფერენციას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ყურადღებას აქცევენ საქართველოს, რომ ასევე ვაჩვენოთ ქართველებს, რომ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში და დავეხმაროთ საქართველოს, რათა განაგრძოს თავისი სვლა დემოკრატიისა და ევროპისკენ.
ამ წლის კონფერენციას ჰქვია „გარდამტეხი წელი“. არჩევნები გაქვთ ქვეყანაში ოქტომბერში, ჩვენც გვაქვს არჩევნები ჩემს ქვეყანაში ნოემბერში. უკვე ჩატარდა არჩევნები მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, შეიცვალა ხელისუფლებები, შესაბამისად, ეს მართლაც გარდამტეხი წელია და სწორედ ამიტომ ვართ აქ.
გასული წლის კონფერენციის შემდეგ, საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან და ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის, განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდებოდა პოლიტიკაში. შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და შემდეგ არასამთავრობოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც მიღებულ იქნა მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა საქართველოს შიგნით და ასევე, საქართველოს მოკავშირეების მხრიდან, თუმცა ძლიერი მხარდაჭერით რუსეთის მხრიდან. არასამთავრობოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ჩემი გადმოსახედიდან, არის მთავარი შეცდომა და უკან გადადგმული ნაბიჯი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ არასამთავრობოები ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ ეს ხდება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და არ არის უბრალო დამთხვევა.
რომ შევაჯამოთ, ამ ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ცვლილებები გაუმჯობესებისკენ არის. უფრო მეტად ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა კრამერმა.
ipn.ge