„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქცია პარლამენტის შენობასთან დასრულდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქცია პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან ერთგვარი პერფორმანსი გამართეს, კერძოდ, მათ ფერადი სანათები ჰქონდათ მოტანილი და სკანდირებდნენ “საქართველო, საქართველო“.
აღნიშნულის შემდეგ მომიტინგეებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით წრე შემოარტყეს და ბრძოლის გაგრძელების შესახებ კიდევ ერთხელ „ფიცი“ დადეს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ასევე შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და იცეკვეს ხორუმი.
პროტესტის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი დანებებას არ აპირებენ და ხვალიდან სხვადასხვა სახით აქციების გამართვას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ