„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი: „გაიფიცე საქართველო“ გადმოფინეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი წარწერით: „გაიფიცე საქართველო“ გადმოფინეს.
მშვიდობის ხიდზე შეკრებილებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ: “გაიფიცე, გაიფიცე!”.
მანამდე, პროტესტის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისთან შეჩერდნენ, სადაც პოლიცია იყო მობილიზებული.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ლოზუნგი “არა რუსულ კანონს” უნდა შეიცვალოს “არა რუსული რეჟიმით!”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება