„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას და მსვლელობას დღესაც გამართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციასა და მსვლელობას დღესაც გამართავენ.
არსებული ინფორმაციით, დღეს, 17:00 საათზე, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, ვაკის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით, აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო მარშს აანონსებენ.
19:00 საათზე კი, საკანონმდებლო ორგანოს წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას გამართავენ.
ასევე, გაიმართება ფრანების პერფორმანსი.

ასევე დაგაინტერესებთ