უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას

უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას
უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას, – განაცხადა სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
„ვერც ერთ კომპონენტში წარმატება ვერ იქნება მიღწეული, თუ არ ფიქსირდება ხელისუფლების და ხალხის ერთიანობა. ამ მხრივ საქართველოში მართლაც კარგი ვითარებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, ძალიან ბევრი ქვეყანა დაჟინებით ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაციას ქვეყანაში. ფაქტობრივად, მეხუთე კოლონა, უცხოური აგენტურა, რომელიც ასრულებს ქვეყნის გარედან დაკვეთებს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული. ამ ფონზე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას. ცალკეულ მონაცემებში ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების სიმტკიცე, კორუფციის დაბალი დონე. ეს ყველაფერი ჯამში ქმნის იმას, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას და 12 წლიანი გაუმჯობესების თვალსაზრისით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში