„უცხოური აგენტის“ იარლიყი უარყოფითად იმოქმედებს გამოხატვის თავისუფლებაზე – MFC

მედიის თავისუფლების კოალიცია (MFC) რუსული კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ღრმა შეშფოთებაა გამოხატული საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების გამო.
განცხადებას ხელს აწერენ MFC-ის 25 წევრი ქვეყნიდან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახლახან მიღებული რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტს.
განცხადების თანახმად, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ უცხოური წყაროებიდან, მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ ორგანიზაციებად, რომლებიც „უცხო ძალის ინტერესებს ემსახურებიან“, რაც გავლენას მოახდენს მრავალ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამოქალაქო ჩართულობაში, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერაში და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ადვოკატირებაში.
„ამგვარი „უცხოური აგენტის“ იარლიყი, შესაძლო მკაცრ ფინანსური ჯარიმებთან ერთად, სერიოზულად შეარყევს მათ საქმიანობასა და უარყოფითად იმოქმედებს გამოხატვის თავისუფლებაზე.
ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის, მათ შორის, მოახლოებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის. დამოუკიდებელი, კრიტიკული ჟურნალისტიკა თავისუფალი, ინკლუზიური და დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი საფუძველია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა და შენარჩუნება, ასევე მედიის თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის საფუძველია“, – ნათქვამია მედიის თავისუფლების კოალიციის (MFC) წევრი ქვეყნების განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მუდმივი მუქარების, ფიზიკური თავდასხმებისა და ქონების განადგურების გამო.
„ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის დაშინებასა და ძალადობას თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ისინი ეფექტური და სტაბილური დემოკრატიის აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენენ.
მედიის თავისუფლების კოალიციის (MFC) წევრი ქვეყნები ყოველთვის დაიცავენ გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ხელმომწერი წევრები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას და განაგრძობენ მათ მხარდაჭერას დემოკრატიული მომავლის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისკენ სწრაფვის გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ქვეყნებიდან:
· ავსტრალია,
· ბელგია,
· კანადა,
· ჩილე,
· ჩეხეთი,
· ,
· ,
· ფინეთი,
· საფრანგეთი,
· გერმანია,
· საბერძნეთი,
· ირლანდია,
· იტალია,
· კოსოვო,
· ლატვია,
· ლუქსემბურგი,
· ახალი ზელანდია,
· ნორვეგია,
· პორტუგალია,
· სლოვენია,
· ესპანეთი,
· შვედეთი,
· ნიდერლანდები,
· გაერთიანებული სამეფო,
· ამერიკის შეერთებული შტატები
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოიება.