„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც არსებული ინფორმაციით, -ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანია, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები ახლავს თან.
სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით 5 წლამდე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის გაზაფხულზე მიღებული, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მასში ასახული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა