უცხოელი მამაკაცის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ელიზბარაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები. დაჭრილ უცხოელ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ცეცხლი, სავარაუდოდ, 41 წლის გურამ ელიზბარაშვილმა გაუხსნა. შემთხვევისას დაშავდა თავად ელიზბარაშვილიც.
“კურიერის” კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ გადაიყვანეს ბრალდებული პოლიციის განყოფილებიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადით კლინიკაში. მანამდე კი ის სამართალდამცველების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.
მომხდარი დაპირისპირების მოტივად ძაღლთან დაკავშირებული კონფლიქტი სახელდება. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. ელიზბარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ – ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა