უცხოელი ლობისტების, მოქრთამული პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარებისა და ასევე ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, სალომე ზურაბიშვილის წაქეზებამ გამოიწვია ოპოზიციის კრიმინალურ რელსებზე გადასვლა

უცხოელი ლობისტების, მოქრთამული პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარებისა და ასევე ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, ს წაქეზებამ გამოიწვია ოპოზიციის კრიმინალურ რელსებზე გადასვლა
უცხოელი მხარდამჭერების, ლობისტების, მოქრთამული პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარებისა და ასევე ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, სალომე ზურაბიშვილის კრიმინალურ-წამქეზებელ ინსტიტუციის წაქეზებამ გამოიწვია ოპოზიციის კრიმინალურ რელსებზე გადასვლა, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“.
„სისხლის სამართლის დანაშაულია ეს ვანდალური აქტი. რა თქმა უნდა, ამ ვანდალურ აქტში ნათლად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების ნამდვილი სახე. ის ძალადობა, რასაც ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო დღეს ოპოზიციის ადგილიდან გრძელდება. ფაქტობრივად გადავიდა მდგომარეობა მათი მხრიდან ღია ტერორში პიროვნებების მიმართ. პატარა ვაშაძემ, რომელიც აკეთებდა რაღაც საოცარ განცხადებებს, დღეს ამ ვანდალური აქტის შემდეგ განაცხადა, რომ მათ უნდა გააგრძელონ ასეთი ტერორისტული თავდასხმები ყველას მიმართ და სადაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებს ნახავენ უნდა მიასხან მელანი. მან ეს განაცხადა ოფიციალურად და რა თქმა უნდა, ამას ექნება თავისი გაგრძელება, ეს არის უკვე სისხლის სამართლის დანაშაული. უცხოელი მხარდამჭერების, ლობისტების, მოქრთამული პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარებისა და ასევე ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, სალომე ზურაბიშვილის კრიმინალურ-წამქეზებელ ინსტიტუციამ, რომელიც არცხვენს საქართველოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათმა წაქეზებამ გამოიწვია ოპოზიციის კრიმინალურ რელსებზე გადასვლა.
ისინი გადავიდნენ თავდასხმებზე, რაღაც სამკლავურებიც კი მოირგეს, როგორც ფაშისტებს სჩვევიათ და მოუწოდებენ ერთმანეთს, რომ გაუსწორდნენ ფიზიკურად იმ ადამიანებს, ვინც მოუგო. ოპოზიციამ არჩევნები წააგო პირწმინდად, დასრულდა უკვე საარჩევნო ციკლი, მ შეაფასა არჩევნები, გამოქვეყნდა ოფიციალური შედეგები და უკვე დაინიშნა პარლამენტის პირველი სხდომა. სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია მათი კრიმინალურ ქმედებებზე და თავდასხმებზე გადასვლა“,- განაცხადა გიორგობიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია