უცხოელი ლიდერებიდან ყაველაშვილს პრეზიდენტობას ჯერ მხოლოდ ალიევი, ფაშინიანი და ლუკაშენკო ულოცავენ – განახლებადი სტატია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წერილს უგზავნის. ეს პირველი მილოცვაა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისგან მიიღო.
ალიევი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება:
“მჯერა, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის.
რათა უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა, მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება”, – სწერს ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს.
მილოცვის ტექსტს აქვეყნებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი.
“დღეს საქართველოში რეალური არ ყოფილა. რაც მოხდა ფარსი იყო – ისევე, როგორც რუსეთში, ბელორუსიაში და სხვა ავტოკრატიებში. საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტი ზურაბიშვილია. ივანიშვილი აგრძელებს სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას”,- წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევაზე.
მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვა ბელარუსის პრეზიდენტისგან, ალექსანდრე ლუკაშენკასგანაც, მიიღო.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის განახლება ხელს შეუწყობს ბელორუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებით განხორციელებას და ახალ მიღწევებს სამშობლოს საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ლუკაშენკას მილოცვაში.
მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ც.
“ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.
სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა დონეზე. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე!”- წერს ნიკოლ ფაშიანიანი სოციალურ ქსელ X-ზე.
დასავლელი პოლიტიკოსები ყაველაშვილს საქართველოს პრეიდენტად არ სცნობენ.
ლიბერალური პოლიტიკური პარტიების მსოფლიო ორგანიზაცია, Liberal interantinal და პარტია ALDE, საქართველოში არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან არჩევნები არ მოიცავდა ოპოზიციის ხმებს, ის [პრეზიდენტის არჩევნები] არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მათი განცხადებით, ისინი განაგრძობენ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, ს აღიარებას.
“ჩვენ ძალიან ვართ იმედგაცრუებული და შეშფოთებული დღეს, ახალი პრეზიდენტის “არჩევით” ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, სადაც დომინირებს მხოლოდ “ერთი პარტიის” პარლამენტი, რომელიც შეიქმნა სადავო არჩევნების შემდეგ. ვინაიდან არჩევნები არ მოიცავდა ოპოზიციას, ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
ჩვენ ვაგრძელებთ აღიარებას ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და მისი მიღწევების, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვგმობთ “ქართული ოცნების” არაკონსტიტუციური ქმედებების შედეგებს და დემოკრატიულ უკუსვლას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში და მოვუწოდებთ ქვეყნებს, გაიმეორონ და გააფართოონ სანქციები, რომლებიც უკვე დაწესებულია -ის, უკრაინის მიერ და ევროკავშირისგან მოსალოდნელია პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ “უცხოელი აგენტების რუსული კანონის” და ანტიდემოკრატიული პრაქტიკის მიღებაში,” – წერია განცხადებაში.
“საარჩევნო კოლეგიის ნახევარი პარლამენტია. “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო საქმეების განხილვისას და პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, უკანონოდ მოიწვია პარლამენტი. ამრიგად, კოლეგია არ არის ჩამოყალიბებული. ანუ არჩევნები არ არის ლეგიტიმური”- ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი და NDI-ის ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონ წერს .
ავსტრიელი სოციოლოგი, European Stability Initiative-ის თანადამფუძნებელი ჯერალდ კნაუსი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მეცნიერი X-ზე თბილისში მიმდინარე პროტესტის ფოტოსაც აქვეყნებს.
“სრული ავტოკრატიის დამყარების წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტში ქართველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოავლინეს შესანიშნავი გამძლეობა, ფიზიკური სიმამაცე და მონდომება.
მათ იციან რა დევს სასწორზე. დიდ უმრავლესობას არ სურს გახდეს ბელარუსი, აზერბაიჯანი ან დნესტრისპირეთი.
ისინი დიდი ხანია გაფრთხილებულები არიან, იმის შესახებ თუ რა გეგმავს ოლიგარქი ივანიშვილი – “კავკასიის მაკბეტი” და მილიარდერი, რომელმაც თავისთვის პარტია იყიდა.” – წერს ჯერალდ კნაუსი .
უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო”, – ასე ეხმაურება “ოცნების” მიერ ახალი პრეზიდენტის არჩევას პოლონელი X-ზე ევროპარლამენტარი მიჰაუ შჩერბა.
როგორც შჩერბა წერს, ერთადერთი კანონიერი, კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
“სალომე ზურაბიშვილი არის და დარჩება საქართველოს პრეზიდენტად. ევროპარლამენტი არ ცნობს არასამართლიან არჩევნებში არჩეულ “პარლამენტს”. მკაფიო პოზიცია გამოხატულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მაშასადამე, ევროკავშირის ინსტიტუტები ვერ ცნობენ მისი მონაწილეობით რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის, ე.წ. “საარჩევნო კოლეგიის” [ხმოსნების] უკანონო შედეგებს. მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო. ერთადერთი კანონიერი, კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პარტნიორი ევროკავშირისთვის”, – წერს შჩერბა.
„საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის „არჩევა“ კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში არსებული ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის „გლაიხშალტუნგისკენ“. მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს“, – წერს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი, სოციალურ ქსელში და ეხმიანება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.