2024 წლის აგვისტოში, ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად მზარდია.
„2024 წლის აგვისტოში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად, 55%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში.
რაც შეეხება „თიბისი ბანკის“ არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპს, ის მნიშვნელოვნად გაიზარდა და 65% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 386 ლარამდე გაიზარდა.
