უცხოეთში მკურნალობის მიზნით წამსვლელთა რაოდენობა შემცირდა

2024 წლის I კვარტალში საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთში მკურნალობის მიზნით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 15.2 ათასი შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, ეს რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვიზიტების 2.9 პროცენტს შეადგენს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 16 ათასი იყო.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ზოგადად კი, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 642.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
წყარო: jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”