საქართველოს ფარგლების გარეთ დასაქმებას 20 სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანია ახორციელებს.
აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან, დღემდე, აღნიშნული კომპანიების მიერ საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმდა საქართველოს 1 087 მოქალაქე.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან შრომითი ემიგრანტების დამსაქმებელი ქვეყნები იყვნენ: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, არაბთა გაერთიანებული სამეფოები.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
