“უცხოეთის აგენტად” გამოაცხადეს Moscow Times-ი, რომელიც ცნობილია რუსეთის ამბების ინგლისურენოვანი გაშუქებით

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 17 ნოემბერს “უცხოეთის აგენტების” სიას დაუმატა ინტერნეტგამოცემა Moscow Times-ი, რომელიც ცნობილია რუსეთის ამბების ინგლისურენოვანი გაშუქებით და პოპულარულია რუსეთში მცხოვრებ უცხოელებს შორის.
ამ სტატუსის მინიჭება ნიშნავს გაზრდილ ფინანსურ მეთვალყურეობას და სიაში შეყვანილთაგან მოითხოვს “უცხოეთის აგენტის” იარლიყის დამატებას ყველა მასალისთვის, რომელსაც აქვეყნებენ.
ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ შეეხება ეს ნაბიჯი Moscow Times-ს, რომელმაც თავისი სარედაქციო სამუშაო რუსეთიდან გაიტანა 2022 წელს – როცა შემოიღეს კანონი, რომელიც მკაცრ ჯარიმებს აწესებს მთავრობის აზრით რუსეთის არმიის და უკრაინაში წარმოებული ომის დისკრედიტაციის გამომწვევი მასალებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ