„უცხოეთიდან გადმოსახლებული მოქალაქეების მხრიდან საქართველოდან მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზარდა“ – „ნოვა ტური“

ბოლო წლების განმავლობაში, უცხოეთიდან გადმოსახლებული მოქალაქეების მხრიდან საქართველოდან მოგზაურობაზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია “ნოვა ტურის” დამფუძნებელმა მამუკა ჯიქიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულებს შორის არიან რუსები, უკრაინელები, ბელორუსები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები.
“ჩვენი მომხმარებლების დაახლოებით, 5%-მდე საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან. ეს ძირითადად ის კონტინგენტია, რომელიც თავისი ქვეყნიდან ხშირად, წელიწადში რამდენჯერმე მოგზაურობდნენ, რადგან მათ ბინა დაიდეს საქართველოში – ცხადია, საქართველოდან იწყებენ მოგზაურობდა და ეს ნაკადიც ბუნებრივია, იმ საერთო ნაკადში ითვლება, რომელსაც ვემსახურებით. ეს ძირითადად ის კონტინგენტია, რომლებიც შედარებით ძვირიან ტურ-პაკეტებს ჯავშნიან”, – აცხადებს მამუკა ჯიქია.
კომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, “ნოვა ტურის” გაყიდვები ყოველწლიურად 10-15%-ით იზრდებოდა, თუმცა წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება და ყველაზე აქტუალურ და პოპულარულ მიმართულებად ქართველებისთვის ანტალიის რეგიონი რჩება.
მისივე ინფორმაციით, თურქეთის მიმართულების გარდა, აქტუალურობას არ კარგავს ეგვიპტე, რომელიც უნიკალურია იმ კუთხით, რომ მას სეზონურობა არ გააჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა