უცნობმა ობიექტმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია უკრაინის მხრიდან

პოლონეთის საჰაერო სივრცე უკრაინის მხრიდან უცნობმა მფრინავმა ობიექტმა დააღვია. ობიექტს პოლონეთის ჰაესაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ხედავდა. თუმცა მოგვიანებით ის რადარებიდან გაქრა. ობიექტის დაცემა არ დაუფიქსირებიათ.
პოლონური მედიის ცნობით, სამხედროები ეძებენ ჩამოვარდნილ ობიექტს ან ობიექტის ნამსხვრევებს უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ზამოსცის სამხრეთ-დასავლეთში. პოლონეთის არმია ობიექტის მოძრაობის ტრაექტორიასაც აანალიზებს. ჯერჯერობით ობიექტი ნაპოვნი არაა, სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ ობიექტს ტრაექტორია შეეცვალა და კვლავ ში დაბრუნებულიყო.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სასწრაფო სხდომა მოიწვია თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსის და ოპერატიული სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელის მონაწილეობით. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით საბძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.
უკრაინის საზღვრიდან მფრინავი ობიექტის გამოჩენა დაემთხვა პარასკევს უკრაინაზე ს შეიარაღებული ძალების მასირებულ თავდასხმას. 29 დეკემბის გამთენიისას დაიბომბა , ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, დნეპრი, ზაპოროჟიე. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ცნობილია სულ მცირე 18 დაღუპულისა და ათობით დაჭრილის შესახებ.
ომის დაწყების შემდეგ პოლონეთში სხვადასხვა მფრინავი ობიექტი, სავარაყდოდ რაკეტები და დროები უკვე რამდენჯერმე მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ