უცნობი ბიძინა ივანიშვილზე: აბსოლუტურად ქართველი ადამიანია, ისევე როგორც ჩვენ. ყველაზე უფრო ის მახარებს, რომ ის არის სოფელში დაბადებული, უნიჭიერესი ქართველი…

“აბსოლუტურად ქართველი ადამიანია, ისევე როგორც ჩვენ. ყველაზე უფრო ის მახარებს, რომ ის არის სოფელში დაბადებული, უნიჭიერესი ქართველი, პატარა ბიჭი, რომელიც ფეხშიშველა გაზიარდა თავის სოფელში… საბოლოო ჯამში მოვიდა იქამდე, რომ კანონის დაურღვევლად, აბსოლუტურად, სადაც არ იყო, გინდა რუსეთში მოღვაწეობის დროს, გინდა საქართველოში მოღვაწეობისას, კანონის დაურღვევლად იცხოვრა და ამიტომაც არა აქვს არავითარი კომპრომატი არავის და ამიტომაც ბრძოლობს თავისი სიმართლით… ფულიან ადამიანს ყველა ფიქრობს როგორ ჩაუყოს ჯიბეში ხელი და ამას ვერ იტანს… გარკვეულწილად იქ ეჭვიანობა ჩნდება, რაღაცა ჩნდება – ყველას გვაქვს ჩვენი მინუსები და პლუსები – გეთანხმებით, მაგრამ უნდა იცნობდეთ შიგნიდან ამ ადამიანს… მე რომ არ ვიცნობდე, შეიძლება მეც დამეჯერებინა ისეთ რაღაცებს ლაპარაკობთ… 25 წელია მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მაგრამ ვიცი რა ტკივა, რას განიცდის და როგორი სიმართლით და შემართებით იბრძვის” [სტილი დაცულია] – თქვა ოცნების პროპაგანდისტმა უცნობმა გადაცემაში.

ასევე დაგაინტერესებთ