უცნობია როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ამ დროისთვის უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე.
“კი, როგორც წესი, ნაძვის ხის ასაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები დეკემბრის დასაწყისში იწყება, თუმცა მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, სად და როდის მოხდება ეს, ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს”. – უთხრა ტაბულას თბილსერვის ჯგუფის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
თბილსერვის ჯგუფის დირექტორი, გიორგი პაპავა, ტაბულასთან ამბობს:
“ნაძვის ხე შეძენილია და გვაქვს – მოხდება მისი მორთვა და განახლება, ახალი სათამაშოებისა და ახალი განათებების მონტაჟი მასზე. ასევე, მის წინ განთავსდება სცენა, რომელზეც იქნება ღონისძიება ჩატარებული. საახალწლო ნაძვის ხის ანთება და აწყობა დაგეგმილი გვაქვს, თუმცა, კონკრეტულად რომელ თარიღში განხორციელდება მისი ანთება, ეს უკვე მერის გადასაწყვეტია და ამ ეტაპზე, ზუსტდება კონკრეტული თარიღი – ლოკაცია პარლამენტის წინ არის, უცვლელად. გამომდინარე იქიდან, რომ დანიშნული არ არის, როდის უნდა აინთოს, გადადებაც ავტომატურად არ გამოდის”.

ასევე დაგაინტერესებთ

სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო მინისტრები ევროკომისიას – უკრაინამ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ სამი თავდასხმა განახორციელა – მოვუწოდებთ ევროკომისიას, უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოება

სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის განაჩენზე – მაშინ, როცა მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ – ეს სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიაა

თინა ბოკუჩავა – დავით რაზმაძე მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის საუკეთესო სახეა – ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რატომ არ უჭერენ მხარს ოპოზიციად წოდებული, ქვეყნიდან გაქცეული გახარიას საკრებულოს წევრები მხარს მის იმპიჩმენტს