უცნობია, როდის დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია

მეტროსადგურის გვირაბსა და ბაქანზე სამუშაოების დაწყების პირველივე კვირებში მოიხსნა აზბესტის ფილები.
„⁠მეტროსადგურის, „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო ვადა დაზუსტება მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მივიღებთ კორექტირებული სამშენებლო პროექტის ექსპერტიზის პასუხს“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო თვეებია, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორი „ბადა ქონსთრაქშენისთვის“ თანხა არ გადაუხდია. 2022 წლის 21 დეკემბერს ხელშეკრულება დაიდო 13,4 მილიონი ლარის მომსახურებაზე, საიდანაც კომპანიას მიღებული აქვს 3 მილიონ ლარამდე, თანხის 22 პროცენტი.
2024 წლის 1 თებერვალს თბილისის მერმა მ აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდებოდა. მერის ნათქვამის მიხედვით, ზაფხულში უნდა დასრულებულიყო მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაციაც. სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება უახლოეს პერიოდში“.

ასევე დაგაინტერესებთ

უგულავა: რეალურად საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო

ადვოკატი – გიორგი ტალახაძე ახალციხეში, საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, ის ყოფილი პოლიციელია – რასთან დაკავშირებით არის დაკავებული, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქმე 4 ოქტომბერს ეხება