უცნია ოქროს ფასი 8,650 დოლარს მიაღწევს – BMO Capital-ის პროგნოზი

კანადური საინვესტიციო ბანკის, BMO Capital-ის ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, 2027 წლისთვის ოქროს ფასმა შეიძლება უნციაზე 8,650 დოლარს, ხოლო ვერცხლის ღირებულებამ უნციაზე 220 დოლარს მიაღწიოს.

BMO-ს ანალიტიკური დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ტრადიციული საპროგნოზო მოდელი, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა, დღევანდელ რეალობაში აღარ მუშაობს და პროგნოზების გაკეთებისას ანალიტიკოსებმა გეოპოლიტიკაზეც უნდა იფიქრონ.

ბანკის პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ოქრო 6,350 დოლარამდე გაძვირდება, რასაც მომდევნო წელს კიდევ უფრო მასშტაბური ნახტომი მოჰყვება.

თუკი, BMO Capital-ის პროგნოზი გამართლდება, მაშინ წელს ოქრო 20%-ით გაიზრდება, ხოლო 2027 წლისთვის მატების მაჩვენებელი 65%-ს მიაღწევს.

განსაკუთრებით საინტერესოა ვერცხლის პერსპექტივაც. თუ აქამდე ვერცხლი მეტწილად ინდუსტრიულ ლითონად განიხილებოდა, BMO ვარაუდობს, რომ ის თავის ისტორიულ როლს დაიბრუნებს და ღირებულების შემნახველ აქტივად ჩამოყალიბდება. BMO-ს პროგნოზის მიხედვით, ვერცხლის ფასის 100%-ით ზრდა არის მოსალოდნელი.