“უცებ უდიდესმა ჯიპმა გადაუარა… დიდი დრო დამჭირდება რომ ეს კადრი მეხსიერებიდან გადავმალო” – ხვიჩა ყალაბეგაშვილი

ბორდიურიდან, ასე 10 მეტრში შევნიშნე მტრედი, რომელიც პარკინგის სივრციდან დაჭრილივით მოიწევა ბორდიურისკენ, ძალიან უჭირდა სიარული, ფეხს კი ავუჩქარე, მაგრამ უცებ უდიდესი ჯიპი მოვარდა, გადაუარა და დააპარკინგა… ისე დავმძიმდი, ისე იმოქმედა, დიდი დრო დამჭირდება რომ ეს კადრი მეხსიერებიდან გადავმალო… მე ვფიქრობ, ფრინველებს აქვთ წყლის პრობლემა ქალაქში… არ არის ფანტანები, არ არის შადრევნები, არსად წყალი არ არის, ფრინველებმა რომ დალიონ…
მესმის რომ ქვეყანა ძალიან რთულ ბრძოლაშია შესული, ვდგავართ ეროვნული და ეგზუსტენციალური საფრთხის პირისპირ, თანამედროვე ბოლშევიზმთან ვართ შესული ბრძოლაში, სადაც ადამიანი და თავისუფლება საფრთხეშია, მაგრამ ამასთან ადამიანს როგორც ყველაზე განვითარებულ სახეობას პასუხისმგებლობა აქვს ბუნებასთან და სხვა სახეობებთან… აქ, ბევრი პოლიტიკოსი და მათთან გათანაბრებული პირი მყავხართ, რომლებიც ხელისუფლებაში, ან საჯარო სამსახურებში მოხვდებით, ამ უმაქნისი და ბოროტი სისტემის ცვლილების შემდეგ… იქნებ, აქედანვე იფიქროთ ამ ამბავზე, რომ ქალაქში იყოს რაც შეიძლება მეტი წყალი, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ფრინველებისთვის… თუ ვერ იაზრებთ საკითხის მნიშვნელობას, იცოდეთ რომ დედამიწაზე სიცოცხლეს სწორედ წყალი განსაზღვრავს, თორე სხვა ელემენტები, ნივთიერებები უამრავ პლანეტაზეა…

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი