უჩა პირმისაშვილი: ამ კონკურსზე წარმატების მთავარი არსი არის მარტივი მელოდია, დამამახსოვრებელი ტექსტი და სიმღერა. უცხო, განსხვავებული იმიჯი და სასცენო ნომერი, რაც ორგანიზატორებს არ ეყურებათ!

ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
🎙 გავმეორდები და დასტური იმისა, რომ ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ ვერ გამოიყენეს კონკურსანტი, რომელსაც საკმაოდ დიდი შედეგის დადება შეეძლო და თან ყველა ნაწილში! 🫤
🎙ამ კონკურსზე წარმატების მთავარი არსი არის მარტივი მელოდია, დამამახსოვრებელი ტექსტი და სიმღერა. უცხო, განსხვავებული იმიჯი და სასცენო ნომერი, რაც ორგანიზატორებს არ ეყურებათ! 🤦🫤
🎙მიუხედავად ყველაფრისა არსებულ კონკურსანტებში მე მაინც ვფიქრობ, რომ მარიამი იმსახურებდა ფინალში გადასვლას. მადლობა მას იმისთვის, რომ უდიდესი სტრესის მიუხედავად იდგა მყარად, ძლიერად, თავდაჯერებულად და ყველა ნაწილში ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა! ❤️🇬🇪
🎙 ორგანიზატორებო მიხვდით, რომ დროს ჩამორჩით, უნდა ჩაეხსნათ ამ კონკურსს უთვალავი მიზეზის გამო და გზა დაუთმოთ თქვენზე ბევრად ნიჭიერ და კრეატიულ გუნდს, რომელიც აუცილებლად დადებს შედეგს!
🎙იმ ვიღაცეებს კი, ვისაც ქვეყნის ამ კონკურსში დამარცხება გაგიხარდათ და “Google translate”-ში იწვალეთ სალანძღავი სიტყვები გეთარგმნათ და საერთაშორისო გვერდებზე გეწერათ, გულწრფელად გითანაგრძნობთ. 🫶
კრიტიკული აზრის გამოხატვა ბუნებრივია აუცილებელია და ასეც უნდა იყოს, თუმცა არა შეურაცხყოფები და ცილისწამებები. ეს ყველაფერი კი ჩვენთან სახლში და არა ქვეყნის გარეთ. დამიჯერეთ სხვა ქვეყნებმა უბრალოდ გულიანად იცინეს და მთლიანობაში ისევ ჩვენი იმიჯი შეილახა. ვისთვის წერდით, ვის აინტერესებდა? 🤦
🎙მომდევნო წელს ნინი აირისის გარეშე ეს კონკურსი არ გამაგონოთ! 🫶
დროებით ევროვიზია!