უჩა ნანუაშვილი – ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი უკან დახევას არ აპირებს

[ლავროვის განცხადება] კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ , რა თქმა უნდა, უკან დახევას არ აპირებს. ამ განცხადებით, კიდევ ერთხელ, გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, ყოველგვარი პოლიტიკის და გეგმის გარეშე მოქმედებს, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ს განცხადებაზე, რომ “2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება”.
უჩა ნანუაშვილის თქმით, ლავროვის ეს განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია.
„ბოდიში არის ბოლო ეტაპი კონფლიქტის დარეგულირებაში, ანუ შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ეს ყველაზე ბოლოს, როდესაც მანამდე ბევრი რამ არის გაკეთებული. [ლავროვის] დღევანდელი განაცხადი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დამაზიანებელია პროცესისთვის, კონტექსტიდან ამოვარდნილი, სადაც არ ჩანს რუსეთი, როგორც მხარე, აგრესორი. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე სამწუხარო, როდესაც ხელისუფლება ვერ ხედავს რუსეთს ამ პროცესებში, პირიქით, ის დაიმედებულია და ილუზიას ქმნის, თითქოს რუსეთთან ერთად შესაძლებელია რაიმე საკითხის მოგვარება და სწორედ ეს არის ჩანასახშივე მცდარი, არასწორი და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ანუ ხელისუფლება არ ფიქრობს საქართველოს ინტერესებზე, უბრალოდ წინასაარჩევნოდ ილუზიას ქმნის, თითქოს ცდილობს კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, რაღაც ნაბიჯების გადადგმას და ამაში სწორედ რუსეთის იმედი აქვს.
[ლავროვის განცხადება] კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, უკან დახევას და აღიარების უკან წაღებას არ აპირებს. თუნდაც ამ განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, ყოველგვარი პოლიტიკის, ყოველგვარი გეგმის გარეშე მოქმედებს, ზოგადად არანაირი სტრატეგია არ გააჩნია ამ სიტუაციაში და ყველაფერს უბრალოდ ძალიან ხანმოკლე, ერთჯერად მოგებაზე გათვლილ წინასაარჩევნო ტრიუკებად იყენებს. ეს დამღუპველია, მათ შორის კონფლიქტის დარეგულირების პროცესისთვის, სადაც კონკრეტული სტრატეგია და გეგმა უნდა იყოს, თუმცა ჩვენ ამას ნამდვილად ვერ ვხედავთ“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ახსარ ჯიოევს შეხვდა. როგორც ლავროვმა შეხვედრისას განაცხადა, რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის დახმარებას, 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება.

ასევე დაგაინტერესებთ