უჩა აბაშიძე: ყველაფერი ეს მარტივდება – თუ ოხრად ფულიანი ხარ

პატიმრობაში მყოფი უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
როგორ ხდება – როცა უვიზო რეჟიმი არ გაქვს ევროპასთან? (guide for gen-Z)
3-4 თვით ადრე – უნდა ვინმემ გამოგიგზავნოს მოწვევა ევროპიდან. ეს ვინმე ჯობია არ იყოს ნათესავი (იმიტო რო “რისკია დარჩე იქ“) და მიზეზი უნდა იყოს “სერიოზული“ (ანუ პროსტა საქმიანი შეხვედრა რო გჭირდება ევროპაში, მზადება იწყება 3 თვით ადრე – და იქეთა მხარე უნდა შეაწუხო და თხოვო, დაპატიჟება დამიწერეთო)
მერე უნდა მოაგროვო საბუთები – იმის მიხედვით, რომელი საელჩო რას ითხოვს. Usually – ბილეთი და სასტუმროს ბრონი (3 თვით ადრე …), ცნობა არ-ნასამართლეობის შესახებ და ბანკის ამონაწერი. ამონაწერში უნდა ჩანდეს, რო ბოლო თვეებში დიდი ფულის ბრუნვა გქონდა ანგარიშებზე და ხშირად ითხოვენ კიდე რო at the moment – 10 000$ გედოს ანგარიშზე ფიზიკურად.
რატო? – რო იქ არალეგალად დასარჩენად არ გარბიხარ.
როგორ აკეთებ? – 3 თვის მანძილზე მეგობრებს ეხვეწები ფული გირიცხონ, ვინც მაგ დონეზე გენდობა – და მერე უკან უბრუნებ (ან შენ ვიღაცას და ის – უკან …)
და მერე მთელი სანათესაოსგან, ხვეწნით, აგროვებ ფიქსირებულ 10 000-ს.
დგერი რიგში – საელჩოს წინ, ქარში, მზეში, წვიმაში. შეგაქვს საბუთები. გიბარებენ გასაუბრებაზე – გაკაჩავებენ რატომ მიდიხარო? ქალაქი? პერსონა? მიზეზი? – რით ასაბუთებ მიზეზს?
და არაფერი უნდა შეგეშალოს და სოლიდურად უნდა ჟღერდეს. კიდე არი დამამცირებელი პროცედურა – დამპატიჟებელს რო დაურეკავენ ცალკე.
მერე ელოდები პასუხს. და 2 კვირაში – ან ჩაგირტყამენ, ან არა. თუ არა – მიზეზს არ გეტყვიან “არა და მორჩა“. ხანდახან ცდა – ფული ჯდება და ეგ ფული – bye bye.
ხშირად – თუ 3 თვე არაა წინ, რაღაცას ვერ მოასწრებ.
ხშირად – თუ ოჯახის წევრთან ერთად მიდიხარ – უარის შანსი მეტია (ეშინიათ იქ არ დარჩეთ ერთად) და ა.შ. და ა.შ. (იქ რო ჩახვალ, გრძელ foreign visitors რიგში უნდა იდგე და ახლიდან უპასუხო კითხვებს და არ შეცდე. არანაირი EU Members and Associates ცალკე ცარიელი დერეფანი)
ყველაფერი ეს მარტივდება – თუ ოხრად ფულიანი ხარ. თუ ამ საქმეს დაქირავებული ასისტენტი გიგვარებს და შენი იქ ჩასვლა იმ ქვეყანას უხარია … (ფულს დახარჯავ ოხრად)
ამაში გვაბრუნებენ მოკლედ და თვითონ მაქსიმალურად კიდიათ. მათი ოჯახები მინიმალურად შეწუხდებიან …