უჩა აბა­ში­ძე: მერე იკითხავენ რატო ერევა ხალხს გული ჩვენზეო …

“არჩევნებზე არ გასვლაზე ფიქრისას, ერთადერთი რაც ოდნავ თვითდაჯერებულობას გირღვევთ, მოდით ვაღიაროთ და, არის – “ვაიდა თბილისს, ქუთაისს და ბათუმს ოპოზიცია იგებდა?“
ვაიდა უნდა ბიძინას way out? – ვაიდა ამ ჯერზე “ისე“ არ გააყალბოს?
კი, თუ ვინმე დარწმუნებულია – რო თბილისს მოიგებს, გავიდეს და მოიგოს. არავინ ამას არ ამბობს – მოვიგებთო. ამბობენ – პროსტა გავიდეთო.
მოსერჩეთ რა 2011 წლის – ნავალნის მერობაზე (მოსკოვის)
იმდენად კალკია – გული აგერევათ.
ცხადია წააგო, ოღონდ თან იძახა გამიყალბესო, თან იძახა – სხვა ოპოზიციები რო ამყოლოდნენ – ვიგებდიო (მეტზე გაუყალბებდნენ პროსტა, წლების მერე აღიარა – ხო, ვიციო)
გადაამტერა – ყველა ყველას.
რო აი! – 37% ავიღე, 3 თვე მზადებით – თქვენი მხარდაჭერის გარეშე!
რო დაგეჭირათ მხარი – მოვიგებდიო! (წააგებდა, ვიმეორებ, პუტინი რო ნავალნის მოსკოვზე ბეჭედს არ დაურტყამდა – ხო ხვდებით? – აბა ბიძინას იმედი რატო გაქვთ? – ლუბოი პროცენტს დაუწერდა, ისევ)
რაში გამოიყენა იცით ეს წლების მერე?
საძახებლად – მე ვარ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი, მოსკოვის 37% მაინც მიკავია, ისტორიაში, ხელში – თქვენ ვინ ხართო?!
ეგაა ლელოს და გახარიას გეგმა ალბათ. ბიძინა გადაუგდებს ზოგ რეგიონში რაღაც პროცენტებს – და მაგით იამაყებენ, “ახალი“ ბოიკოტში იყო – 0% აქვს, ჩვენ – 17%! ჩვენ უფრო ვაჟნები ვართო.
რო გამოსულიყვნენ და ყველას 17-17 პროცენტი აგვეღო, ვიგებდით საკრებულოებსო.
არადა, როგორც ის 17% დაუწერეს, ეგრე დაუწერდნენ 7%-ს, იმათთვის სულერთი არაა?
კაი, გეგმა რა არის აბა?
და ეხლა რო საკრებულოებში ბოიკოტში არიან – გეგმა რა აქვთ?
რაც ყველას – ჩაჭერა ბოლომდე, ჩაწყვეტამდე.
მამუკა და ბადრი რო ჩასვან – ეგ არ ექნებათ გეგმა? – ხოდა აბა რა იაფი ვაჭრობაა ეს? – თუ მამუკას ჩასვამენ – აღარ გამოვალთ, თუ მარტო ზურა იქნება – OK, მოვისულელებთ თავს, დავღუპავთ პროტესტს? – თუ როგორ? – და ანდრო? – ონისე? – მათე?
ძაან რუსული “ფინტი“ ხდება, გულის არევამდე.
შიში, თავის მოშტერება, პირადი ამბიციები – და გამოცხვა ნავალნი, მოსკოვი 2011 ☹ და ეგრევე ჩანს რა სისულელეს იბოდებენ მერე.
მერე იკითხავენ რატო ერევა ხალხს გული ჩვენზეო …
(8 ივნისი 2025)” – წერს სოციალურ ქსელში ბლო­გე­რი უჩა აბა­ში­ძე ცი­ხი­დან.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”