უჩა აბაშიძე: და მორჩა, იხუვლებს და მოხდება რაც ბელარუსში და რუსეთში

“ერთი მკვახე სიმართლე უნდა ვილაპარაკო, რომელიც სინამდვილეში ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია, თორე ისევ თავს შევიკავებდი, როგორც აქამდე ვიკავებდი.
და მაგალითად მოვიყვან მეგობარს, რომელიც უკვე რამდენი წელია იბრძვის ჩემთან ერთად და ბოლო 2 თვეა ფეხი არ მოუცვლია რუსთაველიდან და 2 ტონა ჯარიმაც დააკისრეს მგონი და ყველაფერი. იმას გიხსნით, რო “ცუდი“ კი არ არის ან განსხვავებული რამეთი, ყველას გეხებათ, ერთნაირად.
1 კვირის წინ, ფორტოჩკიდან ღრიალით მოვიხმე ბადრაგი და ვთხოვე დასარეკად გაყვანა. კი, განზრახ ვუსვამ ამ დრამას ხაზს. ასე ხდება აქედან დარეკვა. 20 წუთშიო. ნახევარი საათის მერე მოვიდა, ახსნა ჩემს კარებს ცხრაკლიტული და გამიყვანა დასარეკად, “2-3 წუთი ოღონდ, ბევრს უნდა დღეს დარეკვა.“
ავკრიფე ნომერი. დაკავებაა. ბადრაგს “აუ მაპატიე“ სახით ვუყურებ, რო ტელეფონს პროსტა ვაცდენ. ვრეკავ ახლიდან. გავიდა!
მიპასუხა! – მეთქი პრივეტ შჩ, უჩა ვარ, ციხიდან … მე კარგად, შენ? – ძაან კაი. მოკლედ, ცოტა დრო მაქ, რაზე გირეკავ.
და ავუხსენი რო ჩემს ადვოკატს მინდა შეხვდეს რაღაც საქმეზე.
ოღონდ დროზე ვქნათო რა. მეთქი არაა კაცო საჩქარო, როცა შეძლებ. არაო, კაკ რაზ დროზე მინდაო, ეხლა გუდაურში ვარ, ხვალ ჩამოვდივარ, ზეგ და მერე უკან უნდა ამოვიდე და რო მოვასწროო. მეთქი ა! უი! კი! – დავემშვიდობე, სასწრაფოდ დავურეკე ადვოკატს.
გგონიათ რამე მომიკვდა შიგნით? – უიმე არა კაცო, მე 10 თვეა აქ ვარ უკვე. მე აქ ვიყავი თქვენ რო ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე დადიოდით და ზეიმობდით, მე აქ ვიყავი – ყველა რაგბის მატჩისას ბოლო 10 თვეში, აქ ვიყავი ზღვაზე რო იყავით, აქ ვიყავი ახალი ფილმი რო გამოვიდა და პოპკორნის რიგში იდექით. ცოცხალი ნერვი აღარ მაქვს მე, არ იფიქროთ ამაზე – დავკიდე ყურმილი და მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ მოვუსწრო, რო გუდაურს და გუდაურს შორის, ძაან ხელი არ შევუშალო.
ეს ის დროა, მზია 30 დღეა შიმშილობს, ანდრო 2 თვეზე მეტია ციხეშია (ანდრო, ზვიადი, ვეფხია, საბა …). ალბათ არც ერთი მათგანი, ჯერ, ამაზე არ დაწერს, ხოდა მე ხო ისედაც “ცუდი“ ვარ, ხოდა მოდით მე ვიტყვი – იმიტო რო ასე დაიღუპა ბელარუსიც და ც. თანაც ზუსტად ასე.
ანდრო რო შემოიყვანეს, მაშინ გრძლად ვებაზრე. ძაან შემართებით იყო და, მეთქი პირველად მაშინ დაგენძრევა – რო დაინახავ რო “ცხოვრება სხვებისთვის გრძელდება“ და შენ, აქ, “ვიხმაურეთ, არ გამოვიდა“-ს გამო ბეტონის კედელს მიასკდი მეთქი.
თქვენ გგონიათ ანდროს, ზვიადის ან მზიას გრძნობებზე გესაუბრებით? – არა, მეგობრებო.
თქვენს საკუთარ გრძნობებზე გესაუბრებით და მაგან დაღუპა რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგობის მოძრაობები, თავის დროზე.
მთავარი ნგრევა თქვენს გულშივე ხდება – როცა გუდაურს გეგმავთ, ან ნიცას, ან რამე სხვა ჟრიამულს. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ამას ხო ვერც გავიგებთ, არა? მთავარი მანდ ხდება თქვენს გულში, როცა დღეს აქციაზე წასვლას აპირებ და ზეგ “ფრენა გაქ – პარიზში“ – და გულში უშვებ იმ აზრს რო – მოდი ცოტა ხნით მივალ და განზე ვიდგები – ეხლა არ დამიჭირონო.
და იქვე, შენ გინდა – არ გინდა, იაზრებ – რო, ალბათ, ეხლა აქ მყოფ სხვებსაც ასევე აქვთ სასიამოვნო გეგმები – და ისინიც სუ “უკან ნაბიჯზე“ ფიქრში იქნებიანო. მე ეხლა, სახლისკენ მიმავალს, მასკიანები მომვარდებიან და სხვებისთვის ცხოვრება as usual გაგრძელდება, მე კი კისერში გადამტვრეულივით დავრჩები (მაგას გავს ციხე, ეგ ემართება შენს ცხოვრებას).
მთავარი ნგრევა, თქვენივე თავისთვის “ცოტა დავისვენო“-ს უფლების მიცემით, თქვენსავე თავში ხდება. მერე იქ, სადაც ხართ – ხო ხვდებით აქციის სხვა მონაწილეებსაც? – და ორივემ გულში იცით, რო დამნაშავე ხართ “რაღაცაში“, და მერე ერთმანეთს ამართლებთ “აი, ისიც ხო აქაა, რა მოხდა, მე რესეტი მჭირდებაო“.
სინამდვილეში თითოკაცდებით ასე. შენ რო იცი “რა ქენი“ – ხვდები, რო სხვაც იზამს ალბათ, და ვერც განსჯი – შენ ხო ქენი?! და ნუ რა? ვსიო? ბიძინას რუსეთში, – ვაგრძელებთ ცხოვრებას – as usual? – რამე ბუნდოვანია? – რამე არ დაგანახეს რა ხდება და რა ქნეს?
სულ რამდენიმე ნაბიჯია – იქედან, რო დაინახავ, რო სხვები “ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან, ეტყობა“ – იქამდე რო დაასკვნა “მე აქ ჩვეულებრივად ვერ ვიცხოვრებ, ამიტომ წავალ ქვეყნიდანო“. და მორჩა, იხუვლებს და მოხდება რაც ბელარუსში და რუსეთში.
ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო – რო თავისუფალმა თეატრმა – “დაასრულა ჩვეული ცხოვრება“. ანდროსთვის კი არ იყო, მხოლოდ. მნიშვნელოვანია ეგ – ცხოვრების გაწირვა, რო ან ვიგებთ – ან ცხოვრება ჩერდება! იმიტო რო მართლა დაგისრულათ ცხოვრება ქოცმომ – პროსტა ცხოვრების ნარჩენ ნამცეცებს ეთამაშებით, დროებით, და სინამდვილეში – მარტო იტოვებთ თავს და გული ტყდება, თქვენი საკუთარიც და სხვებისაც. მინიმუმ ვინც “იქ“ შეგხვდება და ორივე მიხვდებით რო – აი, სხვამაც “პაუზა აიღო“ – 1 ნაბიჯია მაქედან “კაი, ხო, წავედით მაშინ აქედან“-მდე.
და დარჩება აქ ბიძინას რუსეთი,” – წერს სოციალურ ქსელში პროგრამისტი და სამხედრო ჟურნალისტი უჩა აბაშიძე.