უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ

უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს პატიმრობა შეეფერდათ – ინფორმაციას აბაშიძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს.
“აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ ბრალდებულებს პატიმრობა. ჩვენ, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელია და უსამართლოა. უჩასთან ერთად, უნდა დავუშავოთ და დავგეგმავთ გასაჩივრებას” – ამბობს თუთბერიძე.
სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე პოლიციელებმა სახლიდან რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ გაიყვანეს. ადვოკატებს საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი დროის განმავლობაში ადგილზე არ უშვებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან ერთად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვასაც ედავებიან.
როგორც -ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ 9 მაისს დაკავებული სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე და მისი ცოლი, მარიამ იაშვილი ამ უკანასკნელთან ათობით პირის ინტიმურ კავშირს უკანონოდ იწერდნენ და ინახავდნენ. შსს-ს მტკიცებით, საქმეს ჰყავს მრავალი მსხვერპლი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.
სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი 11 მაისს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა სამთავრობო უწყების ვებგვერდზებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა აბაშიძის #22 ნომერში, საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
უჩა აბაშიძე დააკავეს სიხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.
დაკავებამდე პოლიციელებმა ბლოგერის სახლიდან ნივთები გაიტანეს.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, უჩა აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეირაცხყოფაზე საუბრობს. ომბუდსმენის წარმომადგენელი აბაშიძეს შეხვდა. აპარატის ინფორმაციით, სამხედრო ბლოგერი სახლის ჩხრეკის პერიოდში სისტემატურად ითხოვდა ადვოკატის შეშვებას, თუმცა უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ