“უშენოდ არ გამოვა“ – დღეს ზუსტად 17:00 საათზე ყველა პროევროპულად განწობილ მოქალაქეს საპროტესტო მსვლელობაზე ელოდებიან.
რესპუბლიკის მოედანზე დაწყებულ შეკრებას ოპოზიციაც უერთდება. პროდასავლურ პარტიებში აცხადებენ, რომ ახლა თითოეული მოქალაქის ვალი სამშობლოს სამსახურში ჩადგომა და მოპარული არჩევნების დაბრუნებაა.
ყველა სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსის და ფორმის აქციებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ეს არის მოქალაქეობრივი ვალდებულება, საქარათველოს ყველა მოქალაქის. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება პროტესტი, წინააღმდეგობა და აქცია, – განაცხადა მელიამ.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამოქალაქო აქტივიზმი, თუ ჩვენს წართმეულ ხმას არ დავიბრუნებთ, ეს ნიშანავს იმას, რომ ჩვენი ხმა არასდროს გვექნება და ტოტალიტარიზმში გადავალათ, ძალიან მოკლე ხანებში. უნდა გამოვიდეთ, რადგან სხვა რესურსი აღარ ჩანს“, – განაცხადა კორძაიამ.
დღეს ზუსტად ხუთ საათზე თბილისში საპროტესტო აქციაა დაანონსებული. არა რუსულ არჩევნებს – ამ მოწოდებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. შეკრების ორგანიზატორი ჯგუფი “დაიტოვეა”.
ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაუშვებენ ახალ პოლიტიკურ თაღლითობას და მოქალაქეების ხმების მოპარვას. ორგანიზატორები ახლა ყველას მოუწოდებენ გავიდნენ ქუჩაში და საკუთარი ხმა მთელ ქვეყანას და მსოფლიოს გააგონონ.
პროტესტს გავაგრძელებთ იქამდე, სანამ ზღაპრის ბოლო კეთილი არ იქნება – ამბობენ, აქციის ორგანიზატორები.