უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის

უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის, რომელიც 2 დეკემბერს კომპანიის ოფისში ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სამშაბათს, 5 დეკემბერს ჩატარდება.
ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან და სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ. ამ ეტაპზე გაჩერებულია 13 მაღარო.
მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა – ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს. მაღაროელები ანაზღაურების გაზრდასაც მოითხოვენ, თუმცა, მათი თქმით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.
ერთ-ერთი მაღაროელის განცხადებით, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადაყვანას დამსაქმებელი ჯერ კიდევ 5 თვის წინ დათანხმდა მათ, თუმცა პირობა შეუსრულებელი დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…