უყვარს მოგზაურობა, ხშირადაა ოჯახთან ერთად და ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით – როგორია ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი შეყვარებულის, შარლოტა-ელენას ცხოვრება ხმაურიანი სასამართლოების შემდეგ – Marao

უყვარს მოგზაურობა, ხშირადაა ოჯახთან ერთად და ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით – როგორია ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი შეყვარებულის, შარლოტა-ელენას ცხოვრება ხმაურიანი სასამართლოების შემდეგ – Marao
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ოჯახური დავა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მოდელ ნეკა დოროყაშვილს შორის რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ყოფილი ცოლ-ქმრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ჩოგბურთელის მეგობარი გოგონაც, ასევე სპორტსმენი შარლოტა-ელენა: „ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან სასამართლოს შედეგით; ქალების გამო, რომლებსაც გაუჩნდათ განცდა, რომ მათ აღარ მოუსმენენ. ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს, ის ვიღაც სხვის ისტორიას ჰყვება” – ამბობდა ის.
„არ აქვს მნიშვნელობა, სად დაიბადე, დიდ თუ პატარა ქვეყანაში, როცა სპორტსმენი ხარ, ყოველთვის გაქვს შანსი, პატივი სცე შენს სამშობლოს, გამოხატო მის მიმართ სიყვარული – სწორედ ეს ახასიათებს ნიკოლოზ ბასილაშვილს“ – ასე ახასიათებენ ქართველ ჩოგბურთელს უცხოური გამოცემები.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი და ბავშვობა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელია. მან 2019 წლის 27 მაისს მიაღწია ATP-ს რეიტინგში მე-16 ადგილს. ნიკოლოზი დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში, საქართველოში. მამამისი, ნოდარ ბასილაშვილი, „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო; დედა, ნატალია კი – ექიმი. ნიკოლოზს ჰყავს უმცროსი ძმა, თენგიზ ბასილაშვილი. მამა ფიქრობდა, რომ მისი შვილები მის გზას გააგრძლებდნენ, თუმცა ნიკოლოზმა ჩოგბურთისადმი ინტერესი მალევე გამოხატა და მისი პროფესიონალურ დონეზე შესწავლაც გადაწყვიტა. 5 წლის ასაკში ბასილაშვილმა ჩოგბურთის თამაში დაიწყო. თორმეტ წლამდე საქართველოში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. შემდეგ რამდენიმე წლით გადავიდა ამერიკაში. სანამ ნიკოლოზი -ში იყო, მისი მშობლები რუსეთში გადავიდნენ სცხოვრებლად. ნიკოლოზს შეეძლო რუსეთში ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ, სამშობლოს, საქართველოს დროშის ქვეშ თამაში გადაწყვიტა. ნიკოლოზი თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ურთიერთობები
ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ნეკა დოროყაშვილმა 2013 წელს იქორწინეს. შვილი, ლუკასი, მათ 2015 წელს შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის სოციალური ქსელები სავსე იყო ოჯახური ფოტოებით, ისინი ერთმანეთს სკანდალურად და ხმაურით დაშორდნენ. ყველაფერი კი 2020 წელს დაიწყო. როცა ნიკოლოზმა დაქორწინება გადაწყვიტა, ის 21 წლის იყო და კარიერას ჯერ მხოლოდ იწყებდა. ამის გამო მშობლებმა ეს ნაბიჯი არ მოუწონეს, თუმცა წყვილის ქორწილი მაინც შედგა. ისინი, როგორც ოჯახი, ხშირად ხვდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანდა, თუმცა მოულოდნელად, ნიკოლოზმა განქორწინება მოითხოვა. ნეკა არ ეთანხმებოდა ქმრის ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ისინი კანონის ძალით მაინც განქორწინდნენ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა-ელენა
ნიკოლოზის ამჟამინდელი შეყვარებული შარლოტა ჰელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. შარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.
შარლოტამ საქართველოში ყოფნისას ქართული ენის სწავლაც დაიწყო და სოციალურ ქსელში, აქაური ბუნებით აღფრთოვანებული, ფოტოებსაც აქვეყნებდა. ამჯერად კი ის საკუთარ გვერდზე დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. დედა-შვილი აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს, ვარჯიშობს და და ფორმას ამ გზით ინარჩუნებს.