,,უღირსი პერსონა… წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც ბოლშევიკების მძიმე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია“ – ნინო წილოსანი ლაშა ბაქრაძეზე

,,უღირსი პერსონა… წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც ბოლშევიკების მძიმე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია“ – ნინო წილოსანი ზე
,,ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, აკაკი ბაქრაძის შვილს, ლაშა ბაქრაძეს მიმართავს:
,,ეს უღირსი პერსონა, სამაგალითოდ რომ საუბრობს ნაც პოლიტიკოს ქალებზე, მეხსიერებას უნდა უჩიოდეს და მორალისგანაც აშკარად შორს არის, თორემ თინა ბოკუჩავა დასავლეთის კარდაკარ რომ დადის საქართველოს დასაზიანებლად და გულის ჯიბეში მიშას ფოტოს დაატარებს, როგორც კომუნისტური ბელადისას, დიდი ვერაფერი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ქალებისთვის … მისთვის შეძენილ საჩუქარზეც რომ იხდის სასჯელს ბატონი სააკაშვილი, ეს ცალკე ნაციონალური დრამაა, ამის მეტს აღარ განვავრცობ მასზე
სამაგალითო თამარ კორძაია გაახსენეთ ლაშა ბაქრაძეს – 2012 წელს ქართულ ოცნებასთან კოალიციით და ქართული ოცნების ელექტორალური რესურსით შემოვიდა პარლამენტში. მოგვიანებით კი, 2020 წელს ნაცების სიით ჯერ ძალა ერთობაშიაო გვიმტკიცებდა და 2024 წლის არჩევნებზე კი, ერთიანობით პოზირებს ნაცების რიგებში… საოცარი პოლიტიკური მდგრადობა და მორალია აშკარად
საც გთავაზობთ ეს ცბიერი კაცი. ალბათ, გულისხმობს სააკაშვილის დროს “ღიმილიანი საქართველოს” მონაწილე სოფოს, მოხუცებს რომ კბილები დააძრო და ისე დატოვა, უკბილოდ. ახლაც, სავარაუდოდ იგივე სიგიჟეს გვპირდება 🙂
თავად ლაშა ბაქრაძე კი წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც ბოლშევიკების მძიმე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია და ადამიანების ჩაშვების, დაბეზღების, ჩარეცხილებად და ნახმარებად გამოცხადების გარდა, სამწუხაროდ ბევრი არაფერი გამოსდის
მოკლედ, ნაცები რას და ვის გთავაზობენ ნათელია. სხვა ადამიანებს “ნახმარად” რომ ხედავენ და მოიხსენიებენ ესეც კარგად წარმოაჩენს მათ ფარულ ვნებებსა და გეგმებს – თუ რას უპირებენ ყველას, ვინც მათ რიგებში არ დგას. დანარჩენს კი, დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ამომრჩეველი ჩემზე უკეთესად უპასუხებს ამ უღირს ბატონს და მისნაირებს»
შეგახსენებთ, დღეს ლაშა ბაქრაძემ განაცხადა:
,,არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით”

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”