უქმე დღეების გამო, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს

უქმე დღეების გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცენტრი მუშაობას 13 იანვრიდან, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღესასწაულის გამო, გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 იანვარს არ იმუშავებენ. ხოლო 13 იანვრიდან ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
აქვე გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე უქმე დღეს დაემთხვევა, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, ბოლო უქმე დღის მომდევნო (პირველივე) სამუშაო დღეს გასაჩივრების ვადით ისარგებლოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)