უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ – იაგო ხვიჩია სუს-ის განცხადებაზე

სუს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება პარლამენტის წევრი, :
„არ ვიცი, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი სუს-ის მხრიდან, მაგრამ გლობალური ომის პარტიის ვერსიის შემდეგ ვალდებულები ვართ, ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს, ეჭვქვეშ დავაყენოთ.
უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ. ჩვენი პოლიტიკოსების აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა – რაც უფრო შეაშინებენ ხალხს საარჩევნოდ, მით უფრო შეუყვარდებათ – ასე ფიქრობენ ქართულ პოლიტიკურ ველზე“