“უფრო მკაცრი სასჯელია საჭირო” – ქალი, რომელმაც კობახიძეს “მონა” ეძახა, 1500 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელები-ს ინფორმაციით, მოქალაქე, ხათუნა ბერიძე, რომელმაც პრემიერ სა და “ოცნების” სხვა ლიდერებს “მონები, მოღალატეები და გამყიდველები” უწოდა, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 1500 ლარით დააჯარიმა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 6 ივნისს ბათუმში მოხდა. ცნობილია, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ხათუნა ბერიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსამართლეს უთხრა, რომ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება იყო საჭირო, რადგან ბევრჯერ იქნა დაჯარიმებული და ამან შედეგი არ გამოიღოო”, – ამბობს ხათუნა ბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ