მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.
“ეს ფეხბურთია – შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშით მოგვეგო, მაგრამ დავუპირისპირდით გუნდს, რომელიც ძალიან თავადებით თამაშობდა და კარგი მეკარე ჰყავს. ასეთი ტიპის შეხვედრებში შენ ყველაფერი კარგად უნდა გააკეთო, რომ შანსები გამოიყენო.
ბედნიერი ვარ იმით, რომ გვაქვს ისეთი აკადემიები, რომლებიც გამორჩეულ ფეხბურთელებს ამზადებს. წინ ძალიან ნათელი მომავალი გვაქვს. ამით უნდა გავიხაროთ და სიამაყის საფუძველი გვქონდეს.
ჩვეული სტილით ვითამაშეთ. მიუხედავად ბევრი ტრავმირებული მოთამაშისა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო მოედანზე და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ქება ჩვენი მისამართით სანიოლისგან? – კომპლიმენტები ბუნებრივად უნდა იქნას მიღებული, როგორც პროფესიული აღიარების ფორმა, მაგრამ სხვა არაფერი.
შემდეგი გამოწვევა კიდევ უფრო რთული იქნება – არა მოწინააღმდეგის, არამედ ჩვენივე მოლოდინების გამო. სანიოლის სიტყვებიდან დადებითს ავიღებთ და ამაში გამოვიყენებთ, მაგრამ იმის ფიქრის გარეშე, რომ სამუშაო დასრულებულია.
ჩემი მოთამაშეთა ეს ჯგუფი შესანიშნავია – ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ჩემი აზრით, საუკეთესოები და ასევე შესანიშნავი ადამიანები”, – თქვა დე ლა ფუენტემ.
“ბაიერნის” პირველი შენაძენი ზამთარში – სარაგოსა მიუნხენს 2024 წლის ზაფხულში მიაშურებს
“სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ” – დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
“ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის” – დე ლა ფუენტემ ვინისიუსს უპასუხა
დე ლა ფუენტე რჩება – ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტს გაუგრძელებენ
“ვიცით, საფრანგეთი როგორ დავამარცხოთ” – დე ლა ფუენტე
“მუდმივად ვითარდებიან, მათგან წამოსულ საფრთხეებს კარგად ვიცნობთ, რაგდან…” – ესპანელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
