“უფრო ახლოს ვიდრე ოდესმე” | მოქალაქეები კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ბათუმშიც აღნიშნავენ

“უფრო ახლოს ვიდრე ოდესმე” | მოქალაქეები კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ბათუმშიც აღნიშნავენ
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მოქალაქეები აღნიშნავენ ბათუმშიც. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღეს, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.
“დიდი ქართველი მოაზროვნეები – ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნოე ჟორ და სხვები – მუდამ ოცნებობდნენ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე. არაერთი თაობის ბრძოლის მიზანი იყო და არის სწორედ საქართველოს ბუნებრივ, მშობლიურ გარემოში დაბრუნება. დღეს ამ მიზანთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. […] 19:00 საათზე ერთად შევიკრიბოთ (დროშებით ) ევროპის მოედანზე და სიხარულით აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენს მეგობარ უკრაინელებთან, ბელარუსებთან და მოლდოველებთან ერთად”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
დღეს თბილისში ახალგაზრდები და სტუდენტები 9 აპრილის ბაღშიც შეიკრიბებიან.