უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე გვგონია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ომის დასასრულთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ეს წარმოუდგენიათ.
ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე გვგონია. ჩვენ უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ამიტომ სთხოვენ უკრაინის მეგობრებსა და მოკავშირეებს, დახმარება გააძლიერონ.
მედიის ცნობით, ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს, მოეხსნათ შეზღუდვები შორი მანძილის რაკეტების გამოყენებაზე ს სიღრმეში სამიზნეების გასანადგურებლად.
ამასთან ზელენსკის თქმით, პუტინს კურსკის ოპერაციის ეშინია.
„მართალია, ძალიან ეშინია. იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას არ შეუძლია დაიცვას მთელი თავისი ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამჟამად -ში გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში იმყოფება, სადაც გეგმავს, რომ თავის „გამარჯვების გეგმა“ წარადგინოს.

ასევე დაგაინტერესებთ