უფლებამოსილებები შეუჩერდა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილეს, გიზო უგლავას

ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ უფლებამოსილებები შეუჩერდა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) დირექტორის მოადგილეს, გიზო უგლავას. ამის შესახებ თავად უწყება იტყობინება.
„სასამართლომდე ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად, რომელიც დაიწყო ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის ფაქტზე, НАБУ-ს დირექტორის ბრძანებით, ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის თაობაზე შესაბამისი განცხადების მიხედვით, НАБУ-ს დირექტორის მოადგილეს შეუჩერდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება და ხელმძღვანელობა, რაც შიდა დოკუმენტებშია განსაზღვრული მიმართულებებისა და განყოფილებების მიერ. წინასწარი გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებს საზოგადოებას ვაცნობებთ,“ ნათქვამია უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.
НАБУ-ში აღნიშნეს, რომ „ბიუროს ხელმძღვანელობა და კოლექტივი მაქსიმალურად დაინტერესებული არიან სრული, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებაში მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით.“
22 მაისს სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და პოლიციის თანამშრომლებმა НАБУ-ს წარმომადგენლის ბინა გაჩხრიკეს. ჩხრეკა ჩატარდა „დიდი მშენებლობის“ შესახებ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე ინფორმაციის გაჟონვის გამო. როგორც „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინება წყაროზე დაყრდნობით, ჩხრეკის საფუძველი იყო НАБУ-ს წარმომადგენლების მიერ წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნება, კერძოდ, ბიზნესმენ იური გოლიკის ინტერესებში, რომელიც ანტიკორუფციული გამოძიების ფიგურანტია „დიდი მშენებლობის“ საქმეში.
მოგვიანებით უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ საკმარისი რესურსები მოეპოვება საიმისოდ, რომ თვითონ გამოიძიოს ეს საქმე.
უგლავა НАБУ-ს დირექტორის პირველ მოადგილედ 2015 წელს დაინიშნა. ასრულებდა უწყების დირექტორის მოვალეობასაც.
გიზო უგლავა 1975 წლის 18 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა, 1998 წლიდან 2012 წლის 7 ნოემბრამდე საქართველოს პროკურატურის სისტემაში მუშაობდა და გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიც ეკავა. 2015 წლიდან ის უკრაინის მოქალაქეა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ