უფლებადამცველ ამალ კლუნისა და ამერიკელი მსახიობის, ჯორჯ კლუნის ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და ამერიკელი მსახიობის, ჯორჯ კლუნის ფონდი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კლუნების ფონდი TrialWatch ინიციატივის ფარგლებში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დააკვირდება, რომელიც დღეს, 28 აპრილს გრძელდება.
“ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება – სასამართლო გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ის წინასწარ პატიმრობაში.
დღეს დილით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამაღლობელის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა, უფლებების მრავალჯერადი დარღვევის ბრალდებით.
მსოფლიო აკვირდება”. – წერია განცხადებაში.
მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან – მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა გამოიკითხონ, დასაკითხ პირთა სიაშია ირაკლი დგებუაძეც.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას