ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა ათიათასებს აღწევდეს. უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Activists in Iran შეფასებით, სხვადასხვა წყაროს შეჯერებული მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა 22 ათასს აღემატებოდეს, თუმცა ზუსტი სტატისტიკის დადგენა ინფორმაციის მკაცრი შეზღუდვის გამო შეუძლებელია.
ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს საინფორმაციო ბლოკადა – ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ ნაწილობრივ, დაახლოებით 40 პროცენტით არის აღდგენილი, რაც დამოუკიდებელ მონიტორინგს მნიშვნელოვნად ართულებს.
ამავე წყაროებისა და Telegram-არხებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო პერიოდის განმავლობაში 40 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 300-ზე მეტი არასრულწლოვანი. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მონაცემები განახლების პროცესშია და შესაძლოა, საბოლოო რიცხვები შეიცვალოს.




