გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში მერი ლოულორი შემაშფოთებელს უწოდებს ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის გამოკითხვას ეუთოს მექანიზმთან თანამშრომლობის გამო.„შემაშფოთებელი ამბავი გავიგე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობაში მისი როლის შესახებ დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა დამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას და ანგარიშსწორებას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობისთვის“, — წერს მერი ლოულორი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ სუს-მა ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ეუთოსთან თანამშრომლობის გამო გამოკითხვაზე დაიბარა. ის მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა გაუთქმელობის პირობით.ნანუაშვილის თქმით, აბსურდია, როდესაც უფლებადამცველს იბარებენ უსაფრთხოების სამსახურში იმის გამო, რომ საერთაშორისო ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა.ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან იმ პირების, ორგანიზაციების ან ინსტიტუტების წინააღმდეგ, ექსპერტთა მისიასთან კონტაქტობდა ან მათ გადასცა ნებისმიერი საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია.ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე

