უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ

ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ აქტივისტს, ნინო დათაშვილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით უფლებადამცველები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ეს ფოტო კი უკრაინაშია გადაღებული… მიდის პატარა კაცი, თავის მიწასთან გასწორებულ ქალაქში, დაბომბილი ბავშვობით… მიდის, მხოლოდ მან იცის სად და დედამიწა რომ ვერ დაიტევს, იმხელა სევდა მიაქვს…

ლევან სუთიძე: მიტროპოლიტი საბა გიგიბერია ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდა: მეუფე ისაიას ცხენით სიარული და რუსეთზე გაკეთებული განცხადებები არაფერს ნიშნავს პატრიარქობისთვისო – ეს თქვა სახელის უთქმელად